მედიკოსთა დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
მედიკოსთა დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოცდებზე რეგისტრაცია 14 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე – http://onlinereg.moh.gov.ge/login.html. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით ეგზავნება ინფორმაცია გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე.

გამოცდის ჩატარების ადგილი გამოქვეყნდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე – www.rama.moh.gov.ge.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში, მისამართზე – ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, (შესვენება 13:00-14:00სთ.).

გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე – http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/644/644“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით.