მედიკოსების ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 550 კონტაქტიდან 530 გამოკვლეულია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 550 კონტაქტიდან 530 გამოკვლეულია.
უწყების ცნობით, მათ უმრავლესობას ხვალ ეწურება თვითიზოლაციის პერიოდი. შესაბამისად, ისინი მკაცრი კონტროლისგან გათავისუფლდებიან, თუმცა დაემორჩილებიან იმ წესებს, რომელიც მათ სოფლებში მოქმედებს.
მედიკოსების ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება 35 ინფიცირებული, აქედან შვიდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, ერთი კი, გარდაიცვალა.