საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით – ჯამში 33 დასახელების მედიკამენტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 6 470 ლარის ღირებულების კონტრაბანდული მედიკამენტები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.