მედიის წარმომადგენლებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრესტური გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „გაიცანი საქართველო“ გრძელდება. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, მედიის წარმომადგენლებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრესტური გაიმართა.
სამდღიანი ტურის ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების 30-მდე ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მარტვილის კანიონი მოინახულა. მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, გაესეირნათ ნავებით, აკვალანგით ჩაეყვინთათ და გაცნობოდნენ მარტვილის კანიონის წყალქვეშა სამყაროს.
ტურის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ნოქალაქევი, ციხეგოჯი, ყანჩების საბუდარა.
ტურის ფარგლებში ეწვივნენ შურუბუმუს ხავსიან კანიონს ჩხოროწყუში. ასევე ოცინდალის წმინდა გიორგის მამათა მონასტერს, საიდანაც კოლხეთის დაბლობი, გურიის მთები და შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთი მოჩანს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია “გაიცანი საქართველო” 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია