მედიის ცნობით, გერმანიის რამდენიმე კლინიკაში მენეჯერებმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სამედიცინო პერსონალზე ადრე გაიკეთეს
გერმანიის რამდენიმე კლინიკაში მენეჯერებმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სამედიცინო პერსონალზე ადრე გაიკეთეს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე აურიხს, ნორდენსა და ემდენში მოხდა.
როგორც გერმანული მედიასაშუალება წერს, აღნიშნულ ქალაქებში მდებარე საავადმყოფობში 2500-ზე მეტი სამედიცინო პერსონალიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 400-ს აქვს გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
საავადმყოფოების სამეთვალყურეო ორგანოში განმარტეს, რომ ამ კლინიკების მენეჯერებმა ის ვაქცინები გაიკეთეს, რომელთაც გამოყენების ვადა ეწურებოდა.
აღსანიშნავია, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ჯვრის ჰამბურგის მენეჯერი. როგორც აღმოჩნდა, მან „კოვიდ-19“-ის ვაქცინა ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა. მომხდარის გამო გერმანიის პაციენტების უფლებების დაცვაზე მომუშავე ფონდი მოითხოვს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ურიგოდ გაკეთებისთვის ჯარიმა დაწესდეს.