მედიის ინფორმაციით, ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც ალექსეი ნავალნის ელოდებიან, რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ვნუკოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნის თვითმფრინავის დაჯდომამდე რუსლან შავედინოვი და ლუბოვ სობოლი დააკავეს.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ლუბოვ სობოლი კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელია, რუსლან შავედინოვი კი ფონდის თანამშრომელი.
ვნუკოვის აეროპორტში ნავალნის დასახვედრად მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სპეცრაზმელებს აეროპორტში შეკრებილი ადამიანები ქუჩაში გაჰყავთ, აქტივისტების ნაწილს აკავებენ, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ნავალნის მომხრეების დაკავების მიზეზი უცნობია.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ ბერლინი დატოვა და მოსკოვში ბრუნდება. ის მოსკოვში თავის მეუღლესთან ერთად ჩადის.