მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ამ დრომდე არ გაუკეთებია
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსი მეცნიერების მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ გაუკეთებია. ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პუტინმა მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია, რადგან აქვს გაწერილი გეგმა , ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის გაკეთება კი არ შეიძლება.
რუსეთის პრეზიდენტის, თქმით მის გეგმაში შედის გრიპისა და პნევმოკოკის ვაქცინის გაკეთება, ამიტომ, ექიმებთან კონსულტაცია უნდა გაიაროს, თუ როდის არის უმჯობესი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.
პუტინი ამბობს, რომ შესაძლოა, ვაქცინა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში გაიკეთოს, როდესაც მას ბევრი სამუშაო ვიზიტი აქვს.