მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოლქებში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გაცემის წესი გაამარტივა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორ ოლქში – ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გაცემის წესი გაამარტივა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით უკრაინის ორ ოლქში – ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები პირები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.
შეგახსენებთ, რუსეთის არმიას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი ოკუპირებული აქვს.