მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დროებითი მეთაურები დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დროებითი მეთაურები დანიშნა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პირები რეგიონებს იქამდე უხელმძღვანელებენ, ვიდრე რეგიონულ მეთაურებს რუსული კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების წესით აირჩევენ.
ოთხივე მათგანი იგივე პირია, ვინც ამ რეგიონებს რუსეთისთვის მიერთებამდე მოსკოვის ხელდასმით ხელმძღვანელობდნენ. კერძოდ, დონეცკში დენის პუშილინი, ლუგანსკში – ლეონიდ პასეჩნიკი, ზაპოროჟიეში ევგენი ბალიცკი და ხერსონში – ვლადიმირ სალდო.