კიევში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ხვალ ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში ჩინეთში შეხვდა.