მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთთან მოლაპარაკებებზე შესაძლო ნეიტრალიტეტის განხილვას არ გამორიცხავენ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთთან მოლაპარაკებებში შესაძლო ნეიტრალიტეტის განხილვას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ გერმანული არხის „აერდეს“ ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
იგორ ჟოვკვას თქმით, ნეიტრალური სტატუსის განხილვა მხოლოდ რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი გარანტიები, რომ ეს მდგომარეობა აღარასოდეს განმეორდეს“, – თქვა ჟოვკვამ.