მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა „ჰოსტომელის“ აეროპორტში რუსი მედესანტეების შეტევა მოიგერიეს და აეროპორტზე კონტროლისთვის ბრძოლა მიმდინარეობს
მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა „ჰოსტომელის“ აეროპორტში რუსი მედესანტეების შეტევა მოიგერიეს და აეროპორტზე კონტროლისთვის ბრძოლა მიმდინარეობს

უკრაინელმა სამხედროებმა „ჰოსტომელის“ აეროპორტში რუსი მედესანტეების შეტევა მოიგერიეს და აეროპორტზე კონტროლისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

ჰოსტომელის“ აეროპორტში რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღდეგ უკრაინის არმია არტილერიას და ტანკებს იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინელმა გვარდიელებმა რუსი მედესანტეების ოცეული გაანადგურეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა „ჰოსტომელის“ აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს. აეროპორტი უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად მდებარეობს.