მედიის ინფორმაციით, უკრაინაში 33 წლის დეპუტატი გარდაიცვალა
მედიის ინფორმაციით, უკრაინაში 33 წლის დეპუტატი გარდაიცვალა

უკრაინის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვი 33 წლის დეპუტატ ანტონ პოლიაკოვის გარდაცვალების შესახებ იუწყება.

როგორც დმიტრი რაზუმკოვი წერს, ის უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

დეპუტატის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს უკრაინის პოლიციაში.

სამართალდამცავების ინფორმაციით, რადას წევრი ტაქსიში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ცხედარი გადაყვანილია სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.

პოლიაკოვი წარსულში მმართველი პარტიის წევრი იყო. ის 2019 წლის ნოემბერში გარიცხეს „ხალხის მსახურის“ პარტიიდან, რადგან დეპუტატი არ უჭერდა მხარს მმართველი გუნდის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას.

როგორც დეპუტატი პოლიაკოვი ამტკიცებდა, მისი ლიკვიდაცია რადას სხვა წევრმა დაუკვეთა. სექტემბერში მას თავს დაესხნენ. ეჭვმიტანილი პოლიაკოვის ნაცნობი აღმოჩნდა, რომელთანაც მას კონფლიქტი ჰქონდა.