მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების თხოვნით გერმანიას მიმართა
უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების თხოვნით გერმანიას მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის ადმინისტრაციის მოადგილეზე, იგორ ჟოვკვაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, კიევმა კანცლერ შოლცს მიმართა.
ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ამ შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაუწიონ.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაზე ვლადიმირ პუტინმა უარი განაცხადა.