მედიის ინფორმაციით, სვეტლანა ციხანოვსკაია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება
მედიის ინფორმაციით, სვეტლანა ციხანოვსკაია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება

ბელარუსელი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ამერიკის მთავრობას მეტი მხარდაჭერა სთხოვა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს მორალური ვალდებულება აქვს, ჩვენ გვერდით იყოს. ამერიკის მთავრობას ვთხოვე, დაეხმაროს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას“, – განაცხადა ციხანოვკასაიმ „სიენენთან“ საუბრის დროს.

ციხანოვსკაია კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შთატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და სხვა მაღალჩნოსნებს შეხვდება.