მედიის ინფორმაციით, სუდანის დედაქალაქში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
სუდანის დედაქალაქში დემოკრატიის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში ერთ-ერთ აქციაზე მყოფი მასწავლებლები უსაფრთხოების ძალებმა დააკავა. გასული თვის გადატრიალების გასაპროტესტებლად დაგეგმილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფარგლებში, დემოსტრანტებმა ბარიკადები მოაწყვეს. აქციის მონაწილეები სამხედრო ხელისუფლების გადადგომას და სამოქალაქო მმართველობაზე მშვიდობიან გადასვლას ითხოვენ.
კრიზისის განსამუხტად, სუდანში „არაბული ლიგის“ მედიატორები იმყოფებიან. გავრცელებული ცნობით, სუდანის პრემიერ-მინისტრი შინაპატიმრობაში იმყოფება და სამხედროები თანამშრომლობაზე დასათანხმებლად მასზე ზემოქმედებას ახდენენ.
გასულ თვეში, გადატრიალების ხელმძღვანელმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანმა მთავრობის ძალაუფლების გაზიარების შეთანხმების სამოქალაქო ნაწილი გააუქმა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.