მედიის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საზღვარზე კვლავ შეტაკებებია.
როგორც „როიტერი“ წერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ჯერმუკის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. დილის 08:00 საათიდან კი მოწინააღმდეგემ არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენა. „როიტერი“ ასევე წერს, რომ სააგენტომ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოახერხა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 49, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 50 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.