მედიის ინფორმაციით, სომხების გენოციდის აღიარებაზე რეზოლუცია სენატში თეთრი სახლის თხოვნით დაიბლოკა
სომხების გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია სენატში რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა თეთრი სახლის თხოვნით დაბლოკა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი „აქსიოსი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოვალურ კაბინეტში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლინდსი გრემთან თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მივიდა და სთხოვა, სენატის კენჭისყრაზე რეზოლუცია დაებლოკა.
მანამდე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აღნიშნული რეზოლუცია 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
გენოციდი აღიარებული აქვს 30-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას.