მედიის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთში თურქმა სამართალდამცველებმა 18 ტერორისტი დააკავეს
სირიის ჩრდილოეთში თურქმა სამართალდამცველებმა 18 ტერორისტი, მათ შორის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფინანსურ ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ოპერაციები ჯარაბლუსის და ალ-ბაბის რეგიონებში ჩატარდა, რომლის ფარგლებში დაკავებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 13 წევრი.
როგორც მედია წერს, დაკავებულები ახორციელებდნენ პროპაგანდას, გადაბირებას და აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას, ასევე, ამზადებდნენ თავდასხმებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად, თურქმა სამართალდამცველებმა ქურთული სამხედრო ჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს. ეჭვმიტანილთა საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობები, შაშხანები და საბრძოლო ვაზნები.