მედიის ინფორმაციით, სირიის არმიამ თურქეთის საზღვართან ძალების განთავსება დაიწყო
მედიის ინფორმაციით, სირიის არმიამ თურქეთის საზღვართან ძალების განთავსება დაიწყო

სირიის სამთავრობო არმიის დანაყოფი ქალაქ ტელ ტამერში შევიდა, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

სირიის სამთავრობო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, სამთავრობო ძალები შეეცდებიან, არ დაუშვან სირიის ჩრდილოეთში თურქეთის არმიის შემდგომი წინსვლა. სააგენტო წერს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქში სამთავრობო ჯარის შესვლას დადებითად შეხვდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო არმიამ პოზიციები დაიკავა ქალაქ მანბიჯის გარეუბნებთანაც. სირიის სამთავრობო ძალები ასევე შევიდნენ ქალა ტაბკაში.

13 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ალ მაიადეენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქურთებს და სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შეთანხმება იქნა მიღწეული და სირიის მთავრობა თურქეთის საზღვარზე ჯარებს განალაგებს.

სირიის ჩრილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ თურქეთმა 9 ოქტომბერს დაიწყო.