მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ რუსეთის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ
მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ რუსეთის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ

რუსეთის მინისტრთა ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თანამდებობებს შეინარჩუნებენ, –  აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიმიტრი მედვედევმა, რომელიც სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრად 8 მაისს დაამტკიცა, საკუთარ მოადგილეებად ალექსეი გორდეევის, ანტონ სილუანოვის, ტატიანა გოლიკოვას, დიმიტრი კოზაკის, ვიტალი მუტკოს, იური ბორისოვის, ოლგა გოლოდეცის, მაქსიმ აკომოვისა და კონსტანტინ ჩუიჩენკოს კანდიდატურები წარადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში დარჩება მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დენის მანტუროვი. თანამდებობებს დატოვებენ სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ღია მმართველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები. ვინ ჩაანაცვლებს მათ, ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია.

რუსეთის მთავრობა რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, 7 მაისს გადადგა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმავე დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა წარადგინა.