მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს
მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს

სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თქვენი ჩამოსვლა კიევში იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ეს გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ ბაიდენს.

ჟურნალისტების ცნობით, ბაიდენის მხრიდან ზელენსკის მიწვევაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. როგორც მედია წერს, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სავარაუდოდ განაცხადეს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელის უკრაინაში ვიზიტი ნაკლებად სავარაუდოა.