მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები სომხეთის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს, პოლიციამ დღეს 206 ადამიანი დააკავა
სომხეთში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქცია ერევანს გასცდა. მედიის ინფორმაციით, აქციები უკვე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება.
მედია იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ჯამში დღეს 206 ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ვაიოც ძორა – ერევნის დამაკავშირებელი მთავარი გზა. ასევე გიუმრი-ერევნის დამაკავშირებელი გზა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი საყოველთაო დაუმორჩილებლობას გააგრძელებენ, ვიდრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრები არ გადადგებიან.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთის დედაქალაქში პირველ მაისს დაიწყო. აქტივისტები თავდაპირველად საფრანგეთის მოედანზე შეიკრიბნენ. მათ ნაწილს კარვები აქვს გაშლილი, სადაც ორი ღამე გაათენეს. გუშინ აქციაზე პოლიციამ 250 ადამიანი დააკავა.