მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის გამო საფრანგეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა 130 000-მა ადამიანმა მიიღო.

28 ნოემბერს პარიზში გამართულ აქციაზე, დღის მეორე ნახევარში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 23 სამართალდამცველი დაშავდა. დემონსტრანტებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.