მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში მამაკაცი შეიჭრა
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთ მუზეუმში მამაკაცი შეიჭრა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე წმინდა რაფალის მუზეუმთან პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, მუზეუმში მამაკაცი შეიჭრა და მუქარის შემცველ სლოგანებს სკანდირებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ამ ეტაპზე პოლიციისთვის ჩაბარებაზე უარს ამბობს. მათივე ინფორმაციით, მუზეუმის კედელზე მამაკაცის მიერ დაწერილი წარწერაა „მუზეუმი ჯოჯოხეთი გახდება“.