მედიის ინფორმაციით, საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხის განხილვას გეგმავს
საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხის განხილვას გეგმავს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ამასთან, ადმინისტრაციაში დაამატეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
საფრანგეთი აშშ-სთან და რუსეთთან ერთად, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მედიაციას ახორციელებს.