მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებმაც 2 მარტს, შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ბირთვული იარაღით იყვნენ აღჭურვილნი
რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებმაც 2 მარტს, შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ბირთვული იარაღით იყვნენ აღჭურვილები. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რუსული თვითმფრინავების ჯგუფი კალინიგრადის სამხედრო ბაზიდან აფრინდა.
ორმა „სუ 24“-ის ტიპის ბომბდამშენმა და ორმა „სუ 27“-ის ტიპის მოიერიშემ შვედეთის საჰაერო სივრცე გოთლანდის მახლობლად დაარღვიეს.
შვედური მედია წერს, რომ რუსული ბომბდამშენები ბირთვული იარაღით იყო აღჭურვილი.
შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის საპასუხოდ შვედეთის საჰაერო ძალებმა „ჯას 39 გრიპენის“ ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი გაუშვეს.