მედიის ინფორმაციით, რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 770 ადამიანი დააკავეს
რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 770 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორაცია რუსული მედია „ოვდ-ინფოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქციები რუსეთის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, პოლიციის შეფასებით, მოსკოვში დემონსტრაციაში ექვსი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო სანქტ პეტერბურგში 4,5 ათასი.
ნავალნის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ აქციებში ათჯერ მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ხელისუფლებისა და ჟურნალისტების ცნობით, რეგიონებში ყველაზე ხალხმრავალი აქციები გაიმართა ეკატერენბურგში, ნოვოსიბირსკსა და ომსკში. აქციის მონაწილეები რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან პირადი მკურნალი ექიმების შეშვებას ითხოვდნენ. ციხეში მყოფი ნავალნი 31 მარტიდან შიმშილობს. ის აპროტესტებს ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელიც მასთან ექიმების შეშვებაზე უარს ამბობს. გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.