მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასავლეთ უკრაინაში სამხედრო ობიექტები დაბომბა
მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასავლეთ უკრაინაში სამხედრო ობიექტები დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასავლეთ უკრაინაში სამხედრო ობიექტები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები შავი ზღვის რეგიონიდან გაუშვეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ლვოვის და ტერნოპოლის რეგიონებში ისმოდა.

ლვოვის რეგიონული ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სამი რაკეტა სამხედრო ობიექტს ესროლეს, რომელთაგან ერთი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

საჰაერო სარდლობის „დასავლეთის“ საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა სულ ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა. საჰაერო განგაში მთელი უკრაინის მასშტაბით ისევ გაგრძელდა.