მედიის ინფორმაციით, რუსეთი დასავლეთ საზღვარზე ახალ სამხედრო ფორმირებებს და შენაერთებს განათავსებს
რუსეთი დასავლეთ საზღვარზე ახალ სამხედრო ფორმირებებს და შენაერთებს განათავსებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის დასავლეთ საზღვარზე წლის ბოლოსთვის 20-მდე ახალი სამხედრო ფორმირებები და შენაერთები განთავსდება.
სერგეი შოიგუს თქმით, დასავლელი კოლეგების ქმედებები მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემას ანადგურებენ და რუსეთი იძულებულია, მიიღოს ადეკვატური კონტრზომები.