მედიის ინფორმაციით, რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
მედიის ინფორმაციით, რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

მედიის ინფორმაციით, რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. როგორც „ბიბისი“ წერის, მაისში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 55%-ით მეტია.

ჩინეთი ევროკავშირის შემდეგ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. როგორც მედია წერს, ივნისის დასაწყისში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციება, რაც მოიცავს უარის თქმას რუსულ ნავთობზე და ბუნებრივი აირის იმპორტის 2/3-ით შემცირებას, აიძულა რუსეთი, წიაღისეული დიდი ფასდაკლებით გაეყიდა, რამაც უბიძგა ჩინურ კომპანიებს, მეტი რუსული ნავთობი ეყიდათ.

მედია ასევე იუწყება, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩინეთში ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი საუდის არაბეთი იყო. დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით ასევე ცნობილი გახდა, რომ მაისში ჩინეთმა 260 ათასი ტონა ნავთობის იმპორტი ირანიდან განახორციელა.