მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი და არმიისა და დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.