მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლს ტოვებს და ანკარაში მიემართება
თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლს ტოვებს და ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში მიემართება. დასავლური მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნების შედეგებს სტამბოლში აკვირდებოდა, რეზიდენცია დატოვა და ანკარისკენ გაემართა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ერდოღანი ყოველთვის ხმას აძლევს სტამბოლში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში უყურებს არჩევნების შედეგებს და შემდეგ ღამით მიდის ანკარაში თავისი პარტიის მაღალჩინოსნებთან შესახვედრად. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ერდოღანი სიტყვით გამოდის მმართველი პარტიის შტაბიდან. ჯერ უცნობია, გამოვა თუ არა ამაღამ თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით.