მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი კიევში ჩავიდა
მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ პოლონური და უკრაინული მედია იტყობინება.

როგორც პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, მატეუშ მორავეცკის უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, სადაც განხილული ქნება გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან და ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ენერგეტიკული და სამხედრო უსაფრთხოება.

პოლონეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიევში არის მორიგი გზავნილი კრემლისთვის, რომ პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პეტრ მიულერმა.