მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული თავდაპირველად სოხუმის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურანლობის კურსს, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე ცნობით, პაციენტს გულთან დაკავშირებული თანმხლები დაავადება ჰქონდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში სულ „კოვიდ-19“-ის 55 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსისგან განიკურნა 37 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია ორი ადამიანი.