მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 232 ადამიანს. მათგან 13 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული, 1960 წელს დაბადებული მამაკაცი. სულ კორონავირუსით გარდაცვლილია 213 პაციენტი. ამ დროისთვის ხუთ კოვიდცენტრში 71 ინფიცირებული მკურნალობს, რვა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 13 398 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 860 პაციენტი.