მედიის ინფორმაციით, ნორვეგია უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებს, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიაწვდის
ნორვეგია უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებს, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიაწვდის.
როგორც ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრემმა განაცხადა, ნორვეგია „ლეოპარდ 2“-ის ტიპის თავისი ტანკების ნაწილს უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაგზავნის, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის.
ნორვეგია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელიც ე.წ. სატანკო კოალიციას შეუერთდა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული წარმოების ტანკების – „ლეოპარდ 2“-ის გადაცემის პირობა დადო. ამჟამად ქვეყანას აღნიშნული ტიპის 36 ტანკი ჰყავს, თუმცა უცნობია, რამდენს გადასცემს უკრაინას.
„ჩვენ ჯერ არ განგვისაზღვრავს რაოდენობა“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.