მედიის ინფორმაციით, ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი დონალდ ტრამპს არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს
ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კრის კრისტიმ დონალდ ტრამპის იურისტების ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოძიებას „ეროვნული სირცხვილი“ უწოდა. ამის შესახებ რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა ამერიკულ ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპის იურისტებმა სასამართლოში საარჩევნო თაღლითობის მტკიცებულებები ვერ წარადგინეს.
„მე პრეზიდენტის მხარდამჭერი ვარ. ორჯერ მივეცი ტრამპს ხმა, მაგრამ არჩევნებს აქვს შედეგები და ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ისე მოქცევას, თითქოს აქ რამე მოხდა, როდესაც არაფერი მომხდარა“, – განაცხადა ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბრნატორმა.
მანამდე, კრისტიმ ასევე გააკრიტიკა იურისტი, ყოფილი ფედერალური პრკურორი სიდნი პაუელი, რომელმაც ტრამპის იურისტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედი საარჩევნო ელექტრონულმა სისტემამ მილიონობით ხმა ტრამპის ნაცვლად ბაიდენს მიაკუთვნა. თუმცა პაუელს ამის დამამტკიცებელი საბუთი არ წარუდგენია.
თავის მხრივ, ტრამპის იურისტებმა განაცხადეს, რომ პაუელი მათი ჯგუფის წევრი არ არის.
შეგახსეენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. თუმცა, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს მარცხი ამ დრომდე არ უღიარებია. ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. აღსანიშნავია, რომ ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორის გარდა, ტრამპს მარცხის აღიარებსკენ ასევე მოუწოდეს მერლინედის გუბრნატორმა ლარი ჰოგანმაც. „სიენენთან“ ინტერვიუში ჰოგანმა თქვა, ტრამპის იურისტების მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო „აშშ-ის დღითიდღე სულ უფრო მეტად ემსგავსება ბანანის რესპუბლიკას“.
მიჩიგანში რესპუბლიკელების წარმომადგენელმა ფრედ აფტონმა ასევე განაცხადა, რომ შტატების უმრავლესობაში ამომრჩეველმა ჯო ბაიდენი აირჩია. ჩრდილოეთ დაკოტას სენატორმა კევინ კრამერმა კი „ენ-ბი-სი“-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „დროა, დაიწყოს ძალაუფლების ახალი ადმინისტრაციისთის გადაცემის პროცესი“. თუმცა რესპუბლიკელების მეორე ნაწილი ტრამპის მხრიდან არჩევნების გასაჩივრებას მხარს უჭერს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის იურისტების სარჩელების უმრავლესობა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა პენსილვანიაში მოხდა, სადაც ტრამპის ადვოკატები ფოსტით გაგზავნილი შვიდი მილიონი ხმის ბათილად გამოცხადებას ითხოვდნენ. სასამართლომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ტრამპის იურისტების არგუმენტებს მტკიცებულებები არ ამყარებს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის პენსილვანიის შტატის ხელისუფლებას, რათა მათ 2020 წლის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცონ. სავარაუდოდ, ეს დღეს მოხდება.
აშშ-ის საარჩევნო სისტემა უნიკალურია. კანონის მიხედვით, გამარჯვებულს ფორმალურად საარჩევნო კოლეგია ასახელებს, რომელთა წევრებიც, როგორც წესი, იმ კანდიდატს უჭერენ მხარს, რომელსაც მათ შტატში ამომრჩევლების მეტი ხმა ერგო. თუმცა ისტორიაში არსებობს პრეცედენტები, რომ კოლეგიის წევრებისა და ამომრჩევლების არჩევანი არ დაემთხვა. ამომრჩეველთა კოლეგიის კრება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ფორმალურად უნდა გამოვლინდეს, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს.