მედიის ინფორმაციით, მუნდიალის ბოიკოტისკენ მოწოდებების გამო, ფიფა პანიკაშია
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ძალიან არის შეშფოთებული სიტუაციით, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტირებისკენ მოწოდებების გამო შეიქმნა, – წერს ესპანური გაზეთი AS.
„ფიფა პანიკაშია, რაც გამოწვეულია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბოიკოტის მოწოდებებით. ორგანიზაციას დუმილის ტაქტიკა აქვს არჩეული, მაგრამ ფიფა-ს მაღალჩინოსნები აცნობიერებენ, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ, დაძაბულობამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია.
ფიფაში ძალიან შეწუხებულნი და შეშფოთებულნი არიან ამგვარი სიტუაციის გამო. უფრო მეტიც, ორგანიზაცია პანიკამ შეიპყრო. ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთვის სულაც არ არის სულ ერთი, რაც ხდება. თუმცა, ის თავის შეშფოთებას მალავს. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ დაძაბულობა შემცირდეს. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ეს კი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს”, – იტყობინება გამოცემა.
უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაადასტურა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის ა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო, რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.
აგრეთვე აუქმებს დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და სამეფო ოჯახის წევრთა მგზავრობას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.