მედიის ინფორმაციით, მოლდოვის ხელისუფლებისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
დნესტრისპირეთში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე, მოლდოვის ხელისუფლებისა და არაღიარებული რეგიონის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
მოლდოვის დელეგაციას წარმოადგენდნენ რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი და პრეზიდენტის მრჩეველი დორინ რეჩანი, დნესტრისპირეთის – მისი ლიდერი ვადიმ კრასნოსელსკი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მაია სანდუს საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, ეს ამ დონის პირველი მოლაპარაკებებია და მოლდოვის დელეგაციის წარმომადგენლობა უპრეცედენტოა.
ბოლო დღეებში დნესტრისპირეთში ტერაქტების სერია მოხდა. 25 აპრილს, ტირასპოლში, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაში აფეთქებები მოხდა, მეორე დღეს კი ტელემაუწყებლის ანძა ააფეთქეს.