მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მინსკის აქციების ფონზე დაკეტილია რამდენიმე მეტროსადგური, ხოლო ადგილობრივები მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ იუწყებიან.
ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელში გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.