მედიის ინფორმაციით, მალაიზიაში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევიდან 34 რელიგიურ შეკრებასთან არის დაკავშირებული
მალაიზიაში „კოვიდ19“- ის 123 ახალი შემთხვევიდან 34 რელიგიურ შეკრებასთან არის დაკავშირებული.
ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 1 306 ადამიანია ინფიცირებული.
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ მალაიზიაშია.