აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა.
ერაყის საინფორმაციო გამოცემა „მავასინ ნიუსის“ ინფორმაციით, პომპეოს თვითმფრინავი ანბარის პროვინციაში, აინ-ელ-ასადის ავიაბაზაზე დაფრინდა, სადაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებულები.
ერაყში მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.