მედიის ინფორმაციით, ლიეტუვას საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია „სამშობლოს კავშირმა“ გაიმარჯვა
ლიეტუვას საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია „სამშობლოს კავშირმა“ გაიმარჯვა.
„როიტერის“ ინფორმაციით, „სამშობლოს კავშირმა“, რომლის ისტორია ჯერ კიდევ ანტისაბჭოთა დამოუკიდებლობის მოძრაობიდან მოდის, 141-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 49 მანდატი მოიპოვა.
„სამშობლოს კავშირი“ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას „ლიბერალურ მოძრაობასთან“ და „თავისუფლების პარტიასთან“ ერთად განახორციელებს.
ლიეტუვის მმართველმა „ფერმერებისა და მწვანეების პარტიამ“ პარლამენტში 32 ადგილი მოიპოვა. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს აკრიტიკებენ, რომ ვერ შექმნა მეტი სამუშაო ადგილები და ვერ შეაჩერა ვალის ზრდა.