ლა-მანშის სრუტეში ოთხი მიგრანტი დაიღუპა. მიგრანტები საფრანგეთიდან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გადასვლას გასაბერი ნავის საშუალებით ცდილობდნენ.
მაშველებმა 43 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 30 წყლიდან ამოიყვანეს.
„ბიბისის“ ცნობით, მხოლოდ გასული უქმე დღეების განმავლობაში საფრანგეთიდან გაერთიანებულ სამეფოში სრუტის გავლით 460 ადამიანი შევიდა, წლის დასაწყისიდან კი – 45 000.