მედიის ინფორმაციით, კომპანია „ასტრაზენეკა“ რუსეთის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდებისთვის მოხალისეებს ეძებს
კომპანია „ასტრაზენეკა“ რუსეთის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდებისთვის მოხალისეებს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ვაქცინის ცდებში „ასტრაზენეკას“ და „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ვაქცინას რუსეთის „სპუტნიკ-V“ ვაქცინასთან კომბინაციაში გამოიყენებენ.
როგორც „ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, ცდები რუსეთში ჩატარდება, თუმცა ცდების მასშტაბი და დაწყების თარიღი ჯერ უცნობია.
„გამალეიას“ კვლევით ინსტიტუტთან მეცნიერული თამაშრომლობლობა მნიშვნელოვანია, რათა აღმოვაჩინოთ ვაქცინის შესაძლო კომბინაციები და ერთობლივი მუშაობის ფონზე, ეფექტურობის და ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობები“,- წერია „ასტრაზენეკას“ პრესრელიზში.