მედიის ინფორმაციით, კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მსხვერპლი გაიზარდა
კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მსხვერპლი გაიზარდა. უკრაინული მედია ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანია დაღუპული. მაშველებმა ნანგრევებიდან დაღუპული მამაკაცის ცხედარი გამოიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული ყველა ირანული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი ქვეყანაში სამხრეთიდან შეფრინდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი აცხადებს, რომ სულ გაშვებული იყო 43 კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი, საიდანაც 37 საჰაერო თავდაცვის ძალებმა და თავდაცვის ძალების ყველა კომპონენტის საშუალებებმა გაანადგურა.