მედიის ინფორმაციით, კიევში პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის დროს სულ მცირე 27 სამართალდამცველი და აქციის 17 მონაწილე დაშავდა
კიევში პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 27 სამართალდამცველი და აქციის 17 მონაწილე დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციამ 20-ზე მეტი პირი დააკავა. სულ კი, აქციაში მონაწილეობას ორი ათასზე მეტი ადამიანი იღებდა.
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ადამიანის გატაცებისთვის მსჯავრდებულ „მემარჯვენე სექტორის“ ყოფილი მეთაურის, სერგეი სტერნენკოს მხარდამჭერებს შორის მოხდა.
სტერნენკოს ოდესის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების ნახევარის კონფისკაცია შეუფარდა.