მედიის ინფორმაციით, კარაკასში დაპირისპირებების დროს 52 ადამიანი დაშავდა
კარაკასში დაპირისპირებების დროს 52 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ვენესუელას დედაქალაქის სამედიცინო ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სწორედ აღნიშნულ საავადმყოფოში მოათავსეს არეულობის დროს დაშავებულები. როგორც ცნობილია, მათგან 32-ს რეზინის ტყვიის შედეგად აქვს დაზიანებები მიღებული.
16-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება შეტაკებების დროს მიიღო. დაშავებულებიდან სამი პირის მდგომარეობა არის მძიმე.
კარაკასში დაპირისპირებები ამ დრომდე გრძელდება.