მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრები დაასახელა
ჯო ბაიდენმა დაასახელა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომლებიც პანდემიის მართვის საკითხებს ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დროს ჩაიბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საბჭოს ბაიდენის სამი მთავარი მრჩეველი უხელმძღვანელებს: სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ყოფილი კომისარი დევიდ კესლერი, ყოფილი მთავარი ქირურგი ვივეკ მურთი და იელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარსელა ნუნეს-სმიტი.
საბჭოს წევრია რიკ ბრაითიც, რომელიც იწრმუნებოდა, რომ „კოვიდ-19“-ის მართვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსი 9.9 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 237 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.